25
მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა
მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა.
კომისიის
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის
ბრძანება, რომელიც გამგეობაში არსებული
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებას
შეეხება.
კომისიამ
მოისმინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ინფორმაცია გამგეობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის შესახებ და ამ
თანამდებობის კონკურსის წესით შევსების მიზნით კონკურსის ორგანიზებისათვის გაწეულ
სამუშაოებთან დაკავშირებით.
საკონკურსო-საატესტაციო
კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამოცხადებისათვის აუცილებელი ინფორმაცია საჯარო
სამსახურის ბიუროს მიეწოდება, რის შემდგომაც ვაკანსია 2017 წლის 26 მაისს გამოქვეყნდება ბიუროს
ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge).