საფეხბურთო ტურნირი მინი-ფეხბურთში (ვიდეო-ფოტო)

21 მაისს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა  თექვსმეტი და გოგონათა 8 გუნდი მონაწილეობდა.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
გოგონათა  შორის გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.  ჭაბუკთა შორის ტურნირის პირველადგილოსანი ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ, რომელთაც ფინალურ შეხვედრაში ქალაქ ხობის N2 სკოლის გუნდი დაამარცხეს. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ სკოლებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ  დასახელებული მოთამაშეები. 
   ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია,  საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი  ესწრებოდნენ.