20 მაისს, კლინიკა „მკურნალში“, აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ჰიპერტენზიის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არტერიული ჰიპერტენზიის ანუ მაღალი წნევის, როგორც სისხლძარღვოვანი გართულებების ძირითადი რისკ-ფაქტორის შესახებ უფასო კონსულტაციები გაუწიეს.
აქციის მიზანი არტერიული ჰიპერტენზიის-მაღალი არტერიული წნევის ადრეული გამოვლენა და ამ კლინიკური მდგომარეობის გართულებების თავიდან აცილებაა.