შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ხობში

17 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR  ქალაქ ხობში იმყოფებოდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციას უწევდნენ.
 მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით. გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ქონდათ მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიეღოთ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი:
 -კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით;
 -შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება;
 -მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება.