მიმდინარე წლის 25 აპრილს თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ მერი ალანიას ვარსკვლავი გაიხსნა
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერი ალანიას კოლეგები, მეგობრები და თსსუ-ს წარმომადგენლები
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ნანა გორგასლიძემ მერი ალანიას მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არამარტო მეცნიერი არამედ თავისი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია.
სიმბოლურია, რომ სწორედ მისი 80 წლის იუბილეს ემთხვევა მისი ვარსკვლავის გახსნა.
მან აღნიშნა, რომ ქალბატონი მერი არის ადამიანი, რომელმაც შექმნა 3 პრეპარატი აქვს 20 საავტორი მოწმობა. არის 270 სამეცნიერო ნაშრომის და 5 მონოგრაფიის ავტორი .ის არის მრავალი თაობის აღმღზრდელი.
თსსუ-ს რექტორის ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით მერი ალანია განსაკუთრებული ფიგურაა ქართულ მეცნიერებაში.
თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი კვლევითი ინსტიტუტია, რომელსაც სახელოვანი ისტორია აქვს. დღეს თსსუ-ის ფარმაცევტის ფაკულტეტემა და ფარმაკიქიმიის ინსტიტუტმა ერთად ავღნიშნეთ პროფესორ მერი ალანიას დაბადებიდან 80 წელი. ის მართლაც რომ განსაკუთრებული ფიგურაა არამარტო ქართულ ფარმაციაში არამედ მთლიანდ ქართულ მეცნიერებაში, მას აღზრდილი ჰყავს ძალინ ბევრი თაობები ის მართლაც რომ გამორჩეული მეცნიერია განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.
ღონისძიების ბოლოს ქალბატონმა მერიმ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და შეკრებილ სტუმრებს: მადლობას ვუხდი სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატს, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, ამის ღირსად ნამდვილად არ ვთვლი საკუთარ თავს, რადგან მე ყოველთვის ვალდებული ვიყავი პირნათლად და წესიერად მემმუშავა აღნიშნა ფარმაცევტული ფარმაციის დოქტორმა პროფესორმა მერი ალანიამ.
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კოლექტივი ულოცავს ქალბატონ მერის როგორც 80 წლის იუბილეს ასევევ მისი ვარსკვლავის გახსნას ფარმაციის ხეივანში. და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს და კეთილდღეობას.