ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სკოლამდელი დაწესებულებების თანამრომლებთან და აღსაზრდელების მშობლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრის მიზანი იმუნიზაციის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
25 აპრილი, თორსა-დღვაბის საბავშვო ბაღი;
26 აპრილი, ჭალადიდის საბავშვო ბაღი;
27 აპრილი, ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღი;
28 აპრილი საჯიჯაოს საბავშვო ბაღი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. წლების მანძილზე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში.
იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები).