ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით
საჭადრაკო ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც შვეიცარიული
სისტემით, 9 ტურად ტარდება. საჭადრაკო პირველობის დასკვნითი ტურის შეხვედრები 27 აპრილს
გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალური პირველობა ასევე ჩატარდება: ქუჩის
კალათბურთში (3X3), მინი-ფეხბურთსა და 60 მეტრზე რბენაში.
გამარჯვებულ მოსწავლეებს 8 დღით, ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ უმასპინძლებს,
სადაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელები გამოვლინდებიან.
სპორტული ღონისძიება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა“
და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ხორციელდება.
28 აპრილი, 14 საათი - კალათბურთი, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტული
დარბაზი;
1 მაისი, 13 საათი - მინი-ფეხბურთი, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი;
5 მაისი, 14 საათი - სპრინტი, ხობის ცენტრალური სტადიონი.