24-25 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან გაიმართა გამგეობის სამსახურების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა შესაბამის კომისიას და ბიუროს წევრებს, სადაც ისაუბრეს სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ პროექტებზე. კომისიის წევრების მხრიდან სამსახურის მიმართ გაიცა გარკვეული რეკომენდაციები და სამსახურის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად.
ანგარიში წარადგინა ადმინისტრაციულმა სამსახურმაც, სამსახურის ხელმძღვანელმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის წევრების მიერ ადმინისტრაციულ სამსახურზეც გაიცა რეკომენდაცია საკრებულოს სხდომებზე განსახილველი საკითხების დროულად წარმოდგენის თაობაზე და სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის, შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურისა და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში შეფასდა დადებითად.