ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 19 აპრილიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს დასუფთავების აქცია. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით შუა ხორგის და პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში განსაზღვრული ტერიტორიები დასუფთავდა. 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაიმართება ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეებთან ერთად, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მოსახლეობას ვთხოვოთ აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე აქციაში, ყველამ ერთად დავასუფთაოთ გარემო.