გამგებელმა და პირველმა მოადგილემ აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

15 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, ქალაქ ხობში, შუა ხორგაში, ქვემო ქვალონში და საჯიჯაოში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს ესტუმრნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.