28 აპრილს
მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს, ქალაქ ხობში ჩამოიტანეს.
პრესტიჟულ სარაგბო ჯილდოს, სპორტსმენებთან და
მწვრთნელ-მასწავლებლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის
თანამშრომლები დახვდნენ.
საქართველო
მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს, ის თბილისსა და ქუთაისში
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი
გუნდი იბრძოლებს.