მარტყოფში, ქვემო ქართლის თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის თამაზ გველუკაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. ღია პირველობაში ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის ცხრა სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე) მონაწილეობდა, შვიდმა მათგანმა (მწვრთნელები: ბაკურ ბუკია, ალმასხან ხუნჯუა) საპრიზო ადგილი დაიკავა.
I - ადგილი მიშიკო ალექსანდრია 35 კგ. წონითი კატეგორია;
I - ადგილი ირაკლი ნაკაშია 58 კგ. წონითი კატეგორია;
I - ადგილი გოგა პერტახია 63 კგ. წონითი კატეგორია;
I - ადგილი კოტე სიჭინავა 73 კგ. წონითი კატეგორია;
II - ადგილი თემურ გოგოხია 76 კგ. წონითი კატეგორია;
III - ადგილი გიორგი აგუმავა 47 კგ. წონითი კატეგორია;
III - ადგილი კორნელი კონჯარია 58 კგ. წონითი კატეგორია.