20 აპრილს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრება გაიმართა. კრებას ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა კრების მონაწილეებს ხეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს. პროექტი, რომელიც ბაღის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მოწონებულ იქნა მოსახლეობის მიერ. სოფლის კრების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებით შეირჩეს და განისაზღვროს სოფლისათვის ძირითადი, პრიორიტეტული საკითხები.