გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში

19 აპრილს, პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე, სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშებამ  მინი-ფეხბურთში. ტურნირში პირველი ხორგის, შუა ხორგის, ქარიატის, ჭალადიდის, ხეთის და ქალაქ ხობის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები მონაწილეობენ.
ტურნირის გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.





















სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით  ხორციელდება.