ნუგზარ წურწუმია საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია


13 აპრილს, ბაქოში სტარტი აიღო „აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის“ გათამაშებამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირში, 11 ქვეყნის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მონაწილეობს. 
საერთაშორისო ტურნირის მეორე დღე წარმატებული გამოდგა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის სპორტსმენისთვის, ნუგზარ წურწუმიასთვის, რომელიც 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობის გამარჯვებული გახდა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს წარმატებულ სპორტსმენს მნიშვნელოვან გამარჯვებას საერთაშორისო ტურნირზე.