1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკზე ავარია მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეოთხე ბლოკი სრულიად განადგურდა; გარემოში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება გამოიტყორცნა. ავარიის შედეგად ათეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო რადიაციული დასხივება.
ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 16 მოქალაქეს, პირად ანგარიშზე 100-100 ლარი ჩაერიცხება.