საკრებულოში გამგებლის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართა

27 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
„2016 წელი, წარმატებული წელი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ბიუჯეტის შემოსულობების ზრდის კუთხით. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულდა 108,4 %-ით, განხორციელდა 101 ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც დაიხარჯა 3.5 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო არაერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ხობელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, როგორც საქართველოს პირველობებზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ხობის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია საქართველოში, რაც ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგია“ განაცხადა გამგებელმა.
2016 წელს გაწეული საქმიანობა საკრებულოს წევრთა მიერ დადებითად შეფასდა.