უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა

6 აპრილს, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალში, დილის 10 საათიდან, მოწვეული
სპეციალისტები, ხობის მოსახლეობას ოფთალმოლოგიურ (თვალზე) კონსულტაციას უფასოდ გაუწევენ. გამოკვლევები ჩაუტარდება კონტიგენტს, რომელთა ასაკი 55 წელს აღემატება.