30 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის
სამონასტრო კომპლექსის ეზოში, „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყო. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, პირველი მაისის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად მარადმწვანე ხის ნერგები დარგო.
ფოთის რაიონული პროკურატურა ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ეტაპობრივად განახორციელებს.