ხობის მაჟორიტარი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში


ირაკლი (დაჩი) ბერაია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები გერმანიის ბუნდესტაგში, ფედერაციის ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული აუდიტის სამსახურში. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ფედერაციული აუდიტის სამსახურის პრეზიდენტთან.