ხობში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება ტრიბუნები, მონტაჟდება 4000 ინდივიდუალური სკამი, შენდება ადმინისტრაციული შენობა, სპორტსმენთა მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები, იცვლება განათების და წყლის სისტემები.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობა ექნება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტულ აქტივობებში ჩართვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 444 998 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება. სამუშაოებზე ამჟამად 10 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.