ახალ ხიბულაში გამრიცხველიანების პროექტი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის გამრიცხველიანებულია 19 ადმინისტრაციული ერთეული.
ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში პროექტის ძირითადი ნაწილი შესრულებულია და სამუშაო  უახლოეს დღეებში დასრულდება.
ქვემო ქვალონში მიმდინარე სამუშაოს პარალელურად, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტს ახორციელებს.
ახალ ხიბულაში გამრიცხველიანდება 607 აბონენტი, შეიცვლება 31517 გრძივი მეტრი სადენი და დამონტაჟდება 397 ერთეული რკინა-ბეტონის საყრდენი ბოძი.




ადმინისტრაციულ ერთეულში გამრიცხველიანების პროექტი  1 ივლისამდე დასრულდება.