თბილისის
კრივის კლუბ DKD-ში გამართულ, ჭაბუკ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე, წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის აღსაზრდელმა ნიკა
ჯაკონიამ და 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში
გამარჯვებული გახდა.
ხობელ მოკრივეს თასი, მედალი და პირველი ხარისხის
სიგელი გადაეცა.
წლევანდელი
საერთაშორისო ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში, საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის და რუსეთის სახელით მოასპარეზე მოკრივეები მონაწილეობენ.