მელორ ზაქარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ფეხბურთში

31 მარტს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო, ხობის „კოლხეთის“ ვეტერანი ფეხბურთელის, მელორ ზაქარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა ფეხბურთში. პირველობაზე ხობის „კოლხეთის“, აბაშის "რიონის", ქუთაისის, ჩხოროწყუს და მარტვილის საფეხბურთო სკოლების გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ. მესამე ადგილისათვის მატჩში, მარტვილის გოგონათა გუნდმა, აბაშელი თანატოლები, ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ტურნირის ფინალური შეხვედრა, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, 1 აპრილს, 12 საათზე გაიმართება, სადაც ხობის „კოლხეთი“ და ქუთაისის საფეხბურთო სკოლა ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.