ნოჯიხევში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
ნოჯიხევში, 350 მეტრ მანძილზე გამოიცვლება ამორტიზირებული მილები. სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტთა რაოდენობა გაიზრდება და მოსახლეობა წყალს ჩვეულ რეჟიმში მიიღებს. 
სამუშაოს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.