28 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის სააქტო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - „ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს
ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები-საქართველო“ წარმომადგენლებმა, „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ პროექტის ფარგლებში,
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სახიფათო ნარჩენებით (კერძოდ ქლორით) გარემოს დაბინძურების
და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ ისაუბრეს.
პროექტის მიზანია, საქართველოში,
ნარჩენების მართვისა და მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაღრმავების გზით, გააუმჯობესოს
გარემო და შეამციროს მასზე კლიმატის ცვლილებების ზემოქმედება.
შეხვედრას, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრას, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.