25 მარტი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა.XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლმა მღვდელმთავრებმა და მეცნიერებმა: კალისტრატე ცინცაძემ, ნიკოლოზ დურნოვომ, თედო ჟორდანიამ გამოაქვეყნეს მონოგრაფიები, რომლებშიც დასაბუთებული იყო საქართველოს ეკლესიის თავისთავადობის აუცილებლობა.
1917 წლის 12 (25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.
საეკლესიო კრებაში სხვა საერო პირებთან ერთად, თედო სახოკია (თედო სახოკია 15 მარტი, 1868-1956, ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი) და იპოლიტე ვართაგავა (30 იანვარი, 1872 წ. ხეთა, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი; 6 იანვარი, 1967 წ. თბილისი) მონაწილეობდნენ.
იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ მეორე (საძაგლიშვილი) აირჩია.
www.khobi.ge