წელიწადის ყველა დრო ძალიან ლამაზია, ყველას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ განსაკუთრებით ლამაზია ზამთარი. არაფერი სჯობს თეთრ ნაბადში გახვეული ჭაღარა ზამთრის ყურებას სარკმლიდან, როდესაც ზიხარ მოგიზგიზე ბუხართან, უსმენ ცეცხლის ტკაცუნს და გარეთ სრული სიჩუმეა, არ შეიძლება, რომ ამ დროს არ იღვიძებდეს ფანტაზია. თოვლი,ზამთარი ყოველთვის ახალი წლის მოახლოვებასთან ასოცირდება. ზამთარი და ახალი წელი კი განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ, პირველი თოვლის მოსვლისთანავე ეზოეებს მათი მხიარული სიცილ-კისკისი „ატკბობს“.
პირველი თოვლი ჩვენს ქალაქსაც ესტუმრა, უჩვეულოდ ლამაზი იყო დილით პირველი საჯარო სკოლის შემოგარენი, ჟრიამული და ბავშვების ყიჟინა არემარეს იკლებდა,ეჭვიც არ მეპარება სხვა სკოლებშიც ასეთი ჟრიამული იქნებოდა. მაგრამ მე ხელი მდგომარეობიდან გამომდინარე პირველ სკოლაზე მიმიწვდება და მასალებსაც ამ სკოლაზე ვამზადებ, რაზეც გაზეთის მესვეურთა შენიშვნაც არაერთხელ მიმიღია. სკოლაში შესვლისთანავე პირველი გუნდაც დავიმსახურე, გამიხარდა, იმ წუთას თავი მეც პატარა მოსწავლედ წარმოვიდგინე, თვალწინ კინოკადრებად გადაიშალნენ წარსულის ფურცლები, გამახსენდა ჩემი კლასი, ჩემი თანაკლასელები, მასწავლებლები და მათთან გატარებული ლაღი, ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა...ამ ბურუსიდან კიდევ ერთმა ოთახში ყოფნა გუნდაობა გვირჩევნიაო. დაუწერეთ თუ
არა თოვლის ბაბუას
წერილი მეთქი,-- დაიმორცხვეს, არაო, ჯერ ყველა ასო-ბგერის წერა არ ვიცითო, აბა საჩუქრებს როგორღა მოგიტანთ?-- ერთხმად გადაიკისკისეს დედიკოებმა დაწერეს და უკვე გავაგზვნეთო. მეორე კლასში სიჩუმე იყო ყველა რაღაცის წერით იყო დაკავებული, მასწავლებელი ლალი ჩიტაია ნაძვისხეს რთავდა თავისი პატარა ვარსკვლავებისთვის ასე ეძახის ის თავის მოსწავლეებს. ჩემი შესვლა არც კი უგვრძვნიათ, მასწავლებელმა ჩუმად შემოდიო, რა
ხდება მეთქი ვიკითხე გაეცინა თოვლის ბაბუას ბარათებს უმზადებენო...ზოგი ხატვით გამოხატავდა თავის გულის ნადებს, ზოგიც სიტყვებით, მათ ჯერათ მისი არსებობა და
სიხარულით ელოდებიან ახალ წელს მის მიერ მოტანილ საჩუქრებს. ქალბატონი მზია გოგია მესამე კლასელებს ასწავლის, ბავშვები ეზოდან ამოიყვანა და
საკლასო ოთახში შეუძღვა,მათ თოვლი ისე უხარიათ ცოტა ვითამაშეთო, ეხლა უფრო გულისყურით მომისმენენო, კლასში ცოტა მოსწავლეაა შესაბამისად ყველა კარგად სწავლობს, ამჟამად წინა მასალებს ვიმეორებთო ქალბატონმა მზიამ და
საახალწლოდ ვემზადებითო ლამაზი ნაძვის ხე და
ხელთნაკეთი თოვლისბაბუები და
წერილები დავამზადეთო.გუნდამ გამომიყვანა. ჩემი ყურადღება ნაცნობმა ხმამ მიიპყრო, ყოველთვის ხალისიანი ბავშვებისთვის საყვარელი მასწავლებელი ქალბატონი ადა შელია თავის სადამრიგლო კლასთან ერთად ეზოში გამოსულიყო. ადა მასწავლებელმა ცოტა არ იყოს გულდაწყვეტით მითხრა: „სხვა მასწავლებლები ვერ ავიყოლიეო, მეც პატარა ბავშვივით მიხარია თოვლის მოსვლა ხალისს და ბედნიერებას მანიჭებს თითოეული ბავშვის სიხარული და ბედნიერება და მეც ყოველთვის მზად ვარ მათ ეს ლამაზი წუთები ვაჩუქოო.“ ამასობაში ზარიც დაირეკა ბავშვებმა სასკოლო ოთახებს მიაშურეს.მეც ავუყევი კიბეებს და სკოლაში შევედი, საახალწლო ელფერი სუფევდა, დაწყებითი კლასის საკლასო ოთახებთან მათ მიერ გაკეთებული სტენდი იყო გამოფენილი. პირველმა რატომღაც პირველი კლასის კარები შევაღე, კლასის მასწავლებელი ქალბატონი ქეთინო ხასია მოსწავლეებს ახალ წელზე, თოვლზე თოვლის ბაბუაზე ესაუბრებოდა, საუბარში მეც ჩავერთე და რამოდენიმე კითხვა დავუსვი ბავშვებს, მათ კი შემომჩივლეს,თოვლის მოსვლამ ძალიან გაგვახარა არ გვინდა საკლასო
ეს, რაც შეეხება პატარებს, რომლებიც დიდი სიხარულით ელოდებიან მარხილიან სანტა კლაუსს და
თეთრწვერა თოვლის ბაბუას, ლამაზ-ლამაზ საჩუქრებს, რომელსაც ისინი აუცილებლად მიღებენ.
მაღალ კლასელებს თოვლის ბაბუას არსებობის ნაკლებად სჯერათ. აი რა
მითხრა ერთერთმა მოსწავლემ:“ ახალ წელს თოვლის ბაბუის მოსვლა და
საჩუქრების მოტანა ბავშვების წარმოსახვის განუყოფელი ნაწილია. ისინი ამ წუთებს მოუთმენლად ელიან. მშობლებიც ცდილობენ, სიხარული კიდევ უფრო გაუორმაგონ და
თოვლის ბაბუის ნაცვლად უამრავ საჩუქარს ყიდულობენ პატარასთვის. ერთი შეხედვით, თოვლის ბაბუის არსებობა უწყინარი ტყუილია, მას თითქოს არავითარი ზიანის მიყენება არ შეუძლია ბავშვებისათვის, პირიქით, სიხარულს ანიჭებს. თუმცა ალბათ, არსებობს გარკვეული ასაკი, რომლის შემდეგაც მსგავსი ამბები ბავშვისთვის უსარგებლო ტყუილის ელფერით აისახება.-
-ერთს მეორე ცვლის მეორეს მესამე და პოლემიკაც გაჩაღდა: „თოვლის ბაბუის ტრადიცია იმდენად დამკვიდრებულია ხალხში და იმდენად ჩვეულებრივი ამბავია ბავშვისთვის, რომ ადამიანმა რომც მოინდომოს და პატარა, 2-3 წლის ბავშვს საერთოდ არაფერი უთხრას მის შესახებ, ბავშვი ან ტელევიზორში ნახავს მას, ან მეზობელი, ნათესავი მოუყვება, რომ თოვლის ბაბუამ რაღაც საჩუქარი მოუტანა. ამიტომ მისგან იზოლაცია
თითქმის შეუძლებელია. ასეთი მიდგომით მოხდება ის,
რომ ბავშვს პირიქით ვაზიანებთ, მას გული დაწყდება, რომ სხვას მოუტანა თოვლის ბაბუამ საჩუქარი, ის კი
დაავიწყდა.“
მაშინ მე გკითხავთ როდემდე შეიძლება დავარწმუნოთ იგი თოვლის ბაბუის არსებობაში?
-- „ბავშვები გამუდმებით უყურებენ სხვადასხვა ფილმებსა და მულტფილმებს თოვლის ბაბუის შესახებ, ეს ყველაფერი კი
სანამ ბავშვი პატარაა, შეიძლება გონივრულად გამოვიყენოთ. სასკოლო ასაკამდე კარგია მსგავსი მიდგომა. ბავშვს თოვლის ბაბუისგან გამოგზავნილი საჩუქარი ხვდება ბალიშის, ნაძვის ხის ქვეშ, მაგიდაზე, თუ თავის სათამაშო ოთახში, ეს
მისთვის დიდი სიხარულია. მართლა სჯერა, რომ საჩუქარი თოვლის ბაბუამ მოუტანა, მაგრამ ეს
ეხება პატარა სკოლამდელ ასაკს. სკოლის ასაკიდან კი უკვე აღარ არის სასურველი ამის გაკეთება, რადგან ბავშვი უკვე ხვდება, რომ თოვლის ბაბუის საჩუქარი მშობლების საჩუქარია.“
ვხვდები პოლემიკა შორს წამიყვანს, ვემშვიდობები ბავშვებს ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ მათ.ვიცი ქვეცნობიერში მათაც ჯერათ თოვლის ბაბუის არსებობა. გზას ვაგრძელებ.
მათემატიკის კაბინეტიდან ისეთი ჟრიამულის ხმები გამოდიოდა გულმა არ მომითმინა და კარები შევაღე დაკაკუნებას აზრი არ
ქონდა მაინც ვერ გაიგონებდნენ. ოთახის შუაგულში რაღაცას აწყობდნენ რგოლებისგან ბავშვები და მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა გერგაია. კრეატიული, ბავშვებისათვის მუდმივად ახლის ძიებით დაკავებული ქალბატონი რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სპეციალობა მათემატიკა, გადაწყვიტა თავის მოსწავლეებთან ერთად მათემატიკური ნაძვისხის აწყობა, მან მოსწავლეებთან ერთად ყველა მათემატიკური ფიგურა დაამზადა, სიბრტყის ფიგურებიც და
სივრცითი. შეიძლება ბავშვს საგანი არ აინტერესებდეს მაგრამ ასეთი ჩართულობები მოსწავლისათვის სახალისოც არის და ცოდნის მომცემიც.
სკოლის სამასწავლებლოშიც შევიხედე თუმცა ცუდი დრო ავირჩიე ყველანი გაკვეთილებზე იყვნენ.სკოლის დირექტორი ქალბატონი ქეთინო გაბისონია კაბინეტში არ იყო, გავიფიქრე, ალბათ გაკვეთილზეა მეთქი და წამოსვლა დავაპირე კიბეებზე შემომხვდა ბავშვები ეზოში თოვლის
ბაბუას აკეთებდნენ მთხოვეს, მათი ნაშრონი შემეფასებინა და იქ ვიყავიო. მასწავლებლებიც მათთან არიანო. თან დასძინა:“ჩვენც ვყოფილვართ ბავშვები ბანალურია მაგრამ „ ყველანი ბავშობიდან მოვდივართ“ ჩვენც მათსავით გვიხაროდა თოვლში თამაში თოვლის ბაბუას გაკეთება. ამიტომაც შევეცადეთ ეს
დღე მათთან ერთად გაგველამაზებინაო.“
ეზოში ჩამოვედი და
ეს ეს იყო გეზი სამსახურისკენ უნდა ამეღო, რომ ბავშვების ხმა მომსმა“ჩვენი თოვლის ბაბუა ყველაზე ლამაზია“ მეც თოვლის ბაბუას სანახავად გავეშურე ბავშვები მუსიკის მასწავლებელთან მარინა... ერთად გარს შემოხვეოდნენ დიდ ლამაზ თოვლის ბაბუას. იქვე მერაბ კიტიასაც მოვკარი თვალი ეტყობოდა ბავშვებს ზედამხედველობას უწევდა. ასე რომ დიდი და
პატარა ყველა ერთად ხალისობდაა.
სკოლიდან დადებითი ემოციებით ვბრუნდებოდი, ლამაზად ბარდნიდა,საოცრად ლამაზი იყო ეკლესია და მისი შემოგარენი წამით შევჩერდი, ღმერთს მადლობა გადავუხადე ამ ლამაზი დღის გამო და იმ
ბედნიერი წამებისთვის რომელიც თოვლის ფანტელების სახით გამოგვიგზავნა. რომ არა ეს პაწაწინა თოვლის ფანტელები, ამ დუხჭირ ცხოვრებაში წუთით მაინც პრობლემების დავიწყებას ვერ შევძლებდით. სიყვარული ატრიალებსო დედამიწას, მგონი აფერადებს კიდეც სამყაროს. იმედი, სიყვარული,სითბო, ფანტელები ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.
ავტორი ნინო გერგაია