ანრი ჯგერენაიას სახელობის საჭადრაკო ტურნირი (ვიდეო)

6-12 მარტს,  ქალაქ ხობში,  საჭადრაკო კლუბ „ლაზი ერში“, კლუბის ორგანიზებით, ტრაგიკულად დაღუპული ანრი ჯგერენაიას სახელობის საჭადრაკო ტურნირი გაიმართა. ტურნირში  10 მოჭადრაკე მონაწილეობდა.  საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I  ადგილი - ბადრი ლომაია, II ადგილი - რომანოზ ჯგერენაია,  III ადგილი - რიჩარდ ფანჩვიძე. ნორჩ მოჭადრაკეს სანდრო ბუკიას კარგი თამაშისათვის დიპლომი და  საჩუქარი (ანდრიაპირველწოდებულის ხატი) გადაეცა.
სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას, ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად,  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნინა ბუკია ესწრებოდნენ.