31 მარტი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული მამულიშვილების - ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და ხობის რაიონის პირველი პრეფექტის, თენგიზ ქაჯაიას საფლავი.
თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს და კიდევ ერთხელ გაანალიზეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდთან - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასთან და მის თანამოაზრეებთან დაკავშირებული მოვლენები.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.