28 მარტიდან, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. ამ მოვლენის აღსანიშნავად, სამი დღის განმავლობაში - 26, 27 და 28 მარტს, საქართველოში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას (გამონაკლისს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია) და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა იმოქმედებს, ასევე, შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანასთან.