1 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში სტარტს აიღებს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით.
1 აპრილი, 10:00 საათი -ფრენბურთი (ვაჟები), ხობის N1 საჯარო სკოლა;
2 აპრილი, 10:00 საათი -ფრენბურთი (გოგონები), ხობის N1 საჯარო სკოლა;
5 აპრილი, 15:00 საათი -გეზრბენი (გოგონები, ვაჟები), ცენტრალური სტადიონი;
6 აპრილი, 15:00 საათი -მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები),ხობის N1 საჯარო სკოლა;
8-9 აპრილი, 10:00 საათი, მინი-ფეხბურთი (ვაჟები), ნ. შენგელიას სახელობის სტადიონი;
11 აპრილი, 15:00 საათი -კალათბურთი(გოგონები, ვაჟები), ხობის N1 საჯარო სკოლა;
22-23 აპრილი, 10:00 საათი -მხიარული სტარტები, ხობის N1 საჯარო სკოლა.
სპორტული ღონისძიების მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩაბმა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.
მუნიციპალურ პირველობაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ თამაშებში.
სპორტული ღონისძიება, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ხორციელდება.