10 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის მეცხრე გათამაშებამ მინი-ფეხბურთში. ტურნირში ხობის, პირველი მაისის, ნოჯიხევის, ხეთის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები მონაწილეობენ.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები, 16 თებერვალს გაიმართება.