საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილე ვარაზ გაბედავასთან ერთად, ხობის კულტურის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
„ხობის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ხობის კულტურულ ცხოვრებაში და ამ პროექტის განხორციელებით კულტურის სახლი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტში, კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ, ინფრასტრუქტურის სფეროს დაფინანსება, მნიშვნელოვნად გაიზრდება, რომლის სასიკეთო სოციალურ-ეკონომიკურ შედეგს ყოველი ხობელი დაინახავს“ განაცხადა დეპუტატმა.
ამ დროისთვის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მთლიანად იცვლება სცენა, შიდა და გარე ინტერიერი, ეწყობა მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები.
ხობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 849 849 ლარის შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კომპანიონი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.