ხობის მუნიციპალიტეტში, მორიგი, მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო, ხობის ნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში 3600 მეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა: წყალსაწრეტი არხები, ბეტონის ბორდიურები, მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და განხორციელდება ორი ხიდის რეაბილიტაცია.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისის სახელშეკრულებო ღირებულება 859141 ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.