31 - 9 თებერვალს ქალაქ თბილისში ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 9, 11, 13 წლის ჭაბუკ და გოგონათა შორის ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღო, წარმატებას მიაღწია და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფისა და ხობის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლემ ლიკა ჭანტურიამ (მწვრთნელ-მასწავლებელი ი. გეთია).
გამარჯვებული მოჭადრაკე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა, გადასცა დიპლომი, შესაბამისი ხარისხის მედლი და საგზური რუმინეთის ქალაქ იასში, სადაც მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატი გაიმართება.