საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს გაეცნო.
სოფელ ზენში, პროექტის ფარგლებში 3300 მეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა: წყალსაწრეტი არხები, ბეტონის ბორდიურები, მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და განხორციელდება ორი ხიდის რეაბილიტაცია.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 859141 ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.