ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო

14 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს თანამდებობის პირები ლიტერატურული გადაცემა „წიგნების თაროს“ მონაწილეებს, ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ცოტნე გუჩუას, ცოტნე ქირიას და ბაკურ ბუკიას შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მოსწავლეებს პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ასევე შემდგომი წარმატებები უსურვეს მათ.