23 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას გამგებლის მოადგილეებთან ერთად, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გამგებელმა და გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ანტონ ვარდიამ ყავისფერი მარმარა ბაღლინჯოს (ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო) წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. პრობლემის მოგვარების მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად განხორციელდება მონიტორინგი და მონაწილე პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგი. მცენარეთა შეწამვლის პირველი ეტაპი, დაახლოებით მაისში დაიწყება. თათბირზე, გამგებელმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და წარმომადგენლებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა.