ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, „მცირე და მიკრო მეწარმეების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გაიხსნა. ამხანაგობამ „კოლხეთი 2016“, რომელშიც გაერთიანებულია ორი მეწარმე, პროექტიდან 10000 ლარის თანადაფინანსება მიიღო და წარმოებისთვის საჭირო აგრეგატები შეიძინა. პროდუქციის დაფასოება ადგილზე, რეალიზაცია კი საცალო ქსელში ქუთაისსა და თბილისში ხორცილდება. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 5 ადგილობრივი