13 თებერვლიდან ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ც ჰეპატიტის“ მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქ. ხობის (კოსტავას ქუჩა N3), პირველი მაისის, ჭალადიდის, შავ-ღელეს, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის, ბია, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, პატარა ფოთის, თორსის საექიმო ამბულატორიებში, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მარტივი და სწრაფი ტესტების საშუალებით, „ც ჰეპატიტზე“ ლაბორატორიული გამოკვლევებს ჩაატარებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ზემოთ დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებებს.