საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის შეხვედრა


20 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა საკრებულოს წევრებთან, ხობის მაჟორიტარი ბიუროს უფროსთან და მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფებთან. შეხვედრას მოწვევით ესწრებოდა ასოციაია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის პროექტის "სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარება სამეგრელოში" პროექტის კოორდინატორი თეა ანჩაბაძე. პროექტი ფინანასდება გაიეროს განვითარების პროგრამის მიერ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის მოქმედ პროგრამებზე და პროექტებზე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა მელიორაციის კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე. საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის განმარტებით თითოეული მონაწილის მოსაზრება და წინადადებები გათვალისწინებული იქნება მომავალში დაგეგმილი პროექტების შედგენისას, რომელიც მოსახლეობის ყველა კატეგორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი.