ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომპანია „ეისითი“-ს წარმომადგენელსა და ხობის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ანაკლიის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სოციო-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, კვლევა საკონსულტაციო კომპანია ,,ეკო-ლაინთან“ ერთად იწარმოება. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.