მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა

2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, 2016 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სულ შემოვიდა 125 კორესპონდენცია. აქედან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა  დადასტურდა 99, ხოლო, არ დადასტურდა 26 შემთხვევაში;
„ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 აგვისტოს №01-522-07 ბრძანებით, ზემოთ აღნიშნული კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება გამგებლის წარმომადგენლებს მიენიჭათ.
 წყარო: http://www.khobi.ge/