ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინსტრაციულ ერთეულში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით, “თავისუფალი პრესისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
ჩვენ მიერ მოპოვეული ახალი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიის მეპატრონემ, თამაზ ტურავამ მაღაზიაში დროებით შემცვლელად მოხუცი დედა დატოვა. ქალბატონი დახლებს აწესრიგებდა, რა დროსაც მაღაზიაში უცხო პირი შემოიჭრა და სალაროდან დაახლოებით 600 ლარის ოდენობის თანხა გაიტანა.
ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასურსათო მაღაზიაში 2 ნიღბიანი დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დახლოებით 600 ლარამდე თანხა გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.