14 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სოფელ გიმოზგონჯილში 2.4 კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 630 ათას ლარს შეადგენს.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა - გზამშენი პირველი“ ახორციელებს.