ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის
უფროსი ანგულ მიქავა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყავისფერი ბაღლინჯოს (ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო) წინააღმდეგ
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
მავნებლის
წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარების მიზნით ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ახალი სახელმწიფო პროგრამა შემუშავდება. მავნებლის საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებების ოპერატიულად გატარების მიზნით, ადგილზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები.
ყავისფერი ბაღლინჯო, გასული წლის ზაფხულში, დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის
სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურას.