საქართველოს
პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, პარლამენტის წევრებთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
წარმომადგენლებთან ერთად, შვედეთის
აუდიტის სამსახურის მიწვევით შვედეთში სამუშაო ვიზიტს მართავს. ქართული დელეგაციის
წარმომადგენლები შვედეთის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს
შეხვდნენ.
საქართველოს
პარლამენტის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე გენერალურ აუდიტორს და აუდიტის სამსახურის
თანამშრომლებს შეხვდებიან და ინსტიტუციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს
განიხილავენ.