ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დაფნის ფოთლის საშრობი საამქროები გაიხსნა. ამხანაგობა „გოდომ“ და ამხანაგობა „იმედმა“ სამთავრობო პროგრამიდან 15-15 ათასი ლარის დაფინანსება მიიღეს.
დაფნის ფოთლის საშრობ საამქროებში 20 ადგილობრივია დასაქმებული.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" განხორციელება დაიწყეს.
სამთავრობო პროგრამა მიმართულია წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ, რომლის მთავარ მიზანს მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა წარმოადგენს.