31 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებებით თანხები ძირითადად მიიმართება „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“, „წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექპლუატაცია“, „სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ ასიგნებებზე. საერთო ჯამში ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, შეადგენს 8243,8 ათას ლარს.
სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“, რომლის თანახმადაც ქალაქ ხობში თამარ მეფის სანაპიროს მცხოვრებთა და ყოფილი „უნივერმაღის“ სავაჭრო ობიექტებზე მომუშავე პირთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე ქალაქში მოძრაობის მოწესრიგების მიზნით განთავსდება საგზაო ნიშნები.
განკარგულების პროექტით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამგეობის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტის თანახმად, საანგარიშო წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული პროექტების განხორციელების პროცესში წარმოშობილი ეკონომიის ფარგლებში, რომლის ჯამი შეადგენს 21457 ლარს, განხორციელდება ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის N2 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.